დონალდ ტრამპი - პოპულარობის მაძიებელმა მაკრონმა შეცდომით თქვა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტი დავტოვე, რათა ვაშინგტონში დავბრუნებულიყავი და ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მემუშავა, ის ყოველთვის ცდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არ იცის, რაზე ლაპარაკობს.

როგორც ტრამპი წერს, ემანუელ მაკრონი ყოველთვის ცდება.

„პოპულარობის მაძიებელმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეცდომით თქვა, რომ მე კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი დავტოვე, რათა ვაშინგტონში დავბრუნებულიყავი და ისრაელსა და ირანს შორის „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმებაზე მემუშავა. ის ცდება. მას წარმოდგენა არ აქვს, რატომ მივემგზავრები ახლა ვაშინგტონში, მაგრამ ამას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო ცეცხლის შეწყვეტასთან. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. განზრახ თუ უნებლიეთ, ემანუელი ყოველთვის ცდება“, – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა.