დონალდ ტრამპი – მადლობას ვუხდი პრეზიდენტ პუტინს, ჩვენთან ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა შემოდის, თანაც დიზელი – სწორედ ის, რაც ჩვენ გვჭირდება
გულახდილად რომ ვთქვა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ პუტინს. ჩვენთან ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა შემოდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, აშშ-ს დიზელის მიღება სურს.
„ვფიქრობ, გაიგეთ რუსეთთან ნავთობთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ. ეს მნიშვნელოვანი გარიგებაა. ჩვენს ქვეყანაში ნავთობის უზარმაზარი მოცულობა შემოდის. გულახდილად რომ ვთქვა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ პუტინს. ჩვენთან ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა შემოდის, თანაც დიზელი. ეს სწორედ ის არის, რაც გვსურს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაზე, რომ „ბოლოდროინდელი შეთანხმება ძლიერი პარტნიორის სუსტი ნაბიჯია, რომელიც მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს“, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „დიახ, ჩვენ ძლიერი პარტნიორი ვართ. ახლა მსოფლიოსთვის ნავთობი გვჭირდება. და ეს არის დიზელი – სწორედ ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ასე რომ, ძალიან გვიხარია მისი მიღება. ხომ ხედავთ, ნავთობის ფასები ძალიან სწრაფად ეცემა, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვართ მისი მიღებით“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.