დონალდ ტრამპი ლონდონს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ყოვლისმომცველ შეთანხმებას დაჰპირდა
დონალდ ტრამპი ლონდონს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ყოვლისმომცველ შეთანხმებას დაჰპირდა

დონალდ ტრამპი ლონდონს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ყოვლისმომცველ შეთანხმებას დაჰპირდა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ბრექსიტი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობას ქმნის.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სატელეფონო საუბრისას უთხრა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.

„ბორის ჯონსონი ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი იქნება. ის შესანიშნავი ადამიანი და ჩემი მეგობარია“, – განაცხადა ტრამპმა.

ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 24 ივლისს დაიკავა. მან პირობა დადო, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 31 ოქტომბრამდე დატოვებს.