ლონდონის მერმა კრიმინალს მიხედოს და მე შემეშვას, – ეს არის პირველი განცხადება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში დაშვებისას გააკეთა. ეს განცხადება მან „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
„სადიქ ხანი ყველანაირი შეფასებით ლონდონის საშინელი მერია. მისი დამოკიდებულება აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტისადმი, ამ დრომდე ბრიტანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირისადმი, სისულელემდე აუტანელია. ის საშინლად წარუმატებელია. ჯობია, შემეშვას და ლონდონში კრიმინალს მიხედოს. ხანი მაგონებს ძალიან შტერ და არაკომპეტენტურ ნიუ იორკის მერ დე ბლაზიოს, რომელიც ასევე საშინლად მუშაობს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
მანამდე ლონდონის მერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტრაპს ვიზიტის დროს „წითელი ხალიჩა არ უნდა გაუშალოს“.
შეგახსენებთ, რომ დღეს დონალდ ტრაპი ლონდონში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. მას თან ახლავს მეუღლეც. პირველ შეხვედრას დონალდ და მელანია ტრამპები გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორესთან გამართავენ.