დონალდ ტრამპი კუბას ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების გამო ემბარგოთი ემუქრება
დონალდ ტრამპი კუბას ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების გამო ემბარგოთი ემუქრება

დონალდ ტრამპი კუბას ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების გამო ემბარგოთი ემუქრება. ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე გააკეთა.

„თუ კუბელი სამხედრო მოსამსახურეები ვენესუელას კონსტიტუციის შელახვის და ადამიანების მკვლელობის მიზნით სამხედრო და სხვა ოპერაციებს დაუყოვნებლივ არ შეწყვეტენ, კუბას უმაღლესი დონის სანქციები და ემბარგო დაუწესდება.

იმედი მაქვს, ყველა კუბელი ჯარისკაცი დაუყოვნებლივ და მშვიდობიანად დაბრუნდება თავის კუნძულზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

რამდენიმე კვირის წინ კუნძულოვანი ქვეყნის ლიდერმა, რაულ კასტრომ განაცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად კარაკასში მის მემარცხენე მოკავშირეებს არ მიატოვებდა.