დონალდ ტრამპი – კუბა წარუმატებელი ქვეყანაა და მხოლოდ ერთი მიმართულებით – ქვევით მიდის, კუბა დახმარებას ითხოვს და ჩვენ საუბარს ვაპირებთ

20:09, 12.05.2026

კუბა წარუმატებელი ქვეყანაა და მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, კუბასთან მოლაპარაკებას გამართავს.

„არცერთ რესპუბლიკელს არასდროს უსაუბრია ჩემთან კუბასთან დაკავშირებით, რომელიც წარუმატებელი ქვეყანაა და მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის – ქვევით. კუბა დახმარებას ითხოვს და ჩვენ საუბარს ვაპირებთ. ამასობაში კი მე ჩინეთში მივდივარ“, – წერს ტრამპი.

მსგავსი