„კოვიდ-19“ ვაქცინის გარეშე გაქრება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტელეკომპანია „ეიბისის“ ჟურნალისტთან, ჯორჯ სტეფანოპულოსთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ კორონავირისის გაქრობას „ჯოგური მენტალიტეტი“ განაპირობებს. თუმცა, „გარდიანის“ ინფორმაციით, უცნობია გულისხმობდა თუ არა დონალდ ტრამპი „ჯოგურ იმუნიტეტს“.
„ის ვაქცინის გარეშე გაქრება, ჯორჯ. დროის განმავლობაში ის გაქრება. განვითარდება ჯოგური მენტალიტეტი. სწორედ ასე მოხდება ყველაფერი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.