დონალდ ტრამპი - კორონავირუსული ინფექციის დასამარცხლებლად, ჯო ბაიდენი სარდაფიდან უნდა გამოვიდეს
დონალდ ტრამპი - კორონავირუსული ინფექციის დასამარცხლებლად, ჯო ბაიდენი სარდაფიდან უნდა გამოვიდეს

კორონავირუსული ინფექციის დასამარცხლებლად, ჯო ბაიდენი სარდაფიდან უნდა გამოვიდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენი მეცნიერულ მიდგომას უარყოფს და ამერიკელების სარდაფებში ჩაკეტვა თვეების განმავლობაში სურს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება გააკრიტიკა, როდესაც ბაიდენმა გუბერნატორებს პირბადის სავალდებულო ტარების შემოღებისკენ მოუწოდა.

„მომდევნო სამი თვის განმავლობაში თითოეულმა ამერიკელმა უნდა ატაროს ნიღაბი, როდესაც გარე სივრცეში იმყოფებიან. ყველა გუბერნატორმა ნიღბის ტარება სავალდებულო უნდა გახადოს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ტრამპმა კი უპასუხა, რომ ჯო ბაიდენს არ დაუზუსტებია, თუ რა უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს ასეთი მანდატის გამოცემისთვის, ან ფედერალურმა სამართალდამცველებმა მისი აღსრულება როგორ უნდა უზრუნველყონ.