დონალდ ტრამპი კორონავირუსის საკითხზე ჩინეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
დონალდ ტრამპი კორონავირუსის საკითხზე ჩინეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელდა.

„ახლახან დავასრულე ძალიან კარგი საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. განვიხილეთ კორონავირუსი, რომელიც ჩვენი პლანეტის დიდ ნაწილს აკოტრებს. ჩინეთმა ბევრი რამ გამოიარა და ვირუსის ღრმა ცოდნა აქვს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ გვერდზე.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამჟამად ჩინეთზე მეტია.