დონალდ ტრამპი – კორონავირუსის პანდემიის მართვის კუთხით შესანიშნავ შეფასებებს ვიღებთ, შეადარეთ ეს ობამასა და „მძინარე ჯოს“ კატასტროფას, ღორის გრიპს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ აშშ შესანიშნავ შეფასებებს იღებს კორონავირუსის პანდემიის მართვის კუთხით.
„ჩვენ შესანიშნავ შეფასებას ვიღებთ კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებისთვის, განსაკუთრებით ინფექციის წყაროდან, ჩინეთიდან აშშ-ში ხალხის მიღების აკრძალვისთვის. შეადარეთ ეს ობამასა და „მძინარე ჯოს“ კატასტროფას, სახელად „ეიჩ1ენ1“, ღორის გრიპს. ცუდი შეფასებები, ცუდი რეიტინგები – წარმოდგენა არ ჰქონდათ!“ – წერს დონალდ ტრამპი.
We are getting great marks for the handling of the CoronaVirus pandemic, especially the very early BAN of people from China, the infectious source, entering the USA. Compare that to the Obama/Sleepy Joe disaster known as H1N1 Swine Flu. Poor marks, bad polls – didn’t have a clue!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) May 10, 2020