დონალდ ტრამპი - კორონავირუსი პერლ ჰარბორზე და 11 სექტემბრის ტერაქტზე უარესია, მაგრამ ხალხი სამსახურებში უნდა დაბრუნდეს
დონალდ ტრამპი - კორონავირუსი პერლ ჰარბორზე და 11 სექტემბრის ტერაქტზე უარესია, მაგრამ ხალხი სამსახურებში უნდა დაბრუნდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსიპერლ ჰარბორზე და 11 სექტემბრის ტერაქტებზე უარესია, მაგრამ ხალხი სამსახურებში უნდა დაბრუნდეს“.

ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა.

„ეს პერლ ჰარბორზე და 11 სექტემბრის ტერაქტებზე უარესი თავდასხმა იყო. ასეთი რამ არასდროს მომხდარა და არც უნდა მომხდარიყო. ეს უნდა გაეჩერებინათ. ვირუსი უნდა გაეჩერებინათ ჩინეთში და ეს არ გააკეთეს.“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მიუხედავად კორონავირუსის გავრცელების მასშტაბისა, „ხალხი სამსახურში უნდა დაბრუნდეს“.

„მთელ ქვეყანას სახლში ვერ დასვამ. ამას ჩვენი ქვეყანა ვერ აიტანს. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, შეიძლება, ვირუსი დაბრუნდეს და უფრო სუსტი იყოს, ან ძლიერი, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ხანძრის ცალკეულ კერებს.

ამასთან, მინდა ვთქვა, რომ ვინც დაკარგა ახლობელი ადამიანები, რა თქმა უნდა, მისთვის ნუგეშის მომცემი ვერ იქნება ჩემი განცხადება, ეკონომიკის განვითარებისა და დადებითი პროგნოზების შესახებ“, – განცხადა ტრამპმა.