დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარდგება
დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარდგება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარდგება.

კანონმდებლების წინაშე დონალდ ტრამპის ტრადიციული გამოსვლა თბილისის დროით დილის ექვს საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მიმართვა სენატში მის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურის დასკვნით ეტაპს დაემთხვა.

კენჭისყრა სენატში 6 თებერვალს არის დაგეგმილი.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა პრეზიდენტი ამ საკითხს სიტყვით გამოსვლისას.

ეს დონალდ ტრამპის კონგრესისადმი რიგით მესამე მიმართვა იქნება.

კონგრესში პრეზიდენტის გამოსვლას ტრადიცულად დაესწრებიან ორივე პალატის დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ადმინისტრაციის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები.