დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინზე - ჩვენ ერთმანეთი თითქმის შეგვიყვარდა
დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინზე - ჩვენ ერთმანეთი თითქმის შეგვიყვარდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მას და კიმ ჩენ ინს „ერთმანეთი თითქმის შეუყვარდათ“. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ლიდერმა ვირჯინიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრაზე ის მკაცრი იყო, თუმცა არც კიმ ჩენ ინს დაუხევია უკან.

„მკაცრი ვიყავი, ისევე როგორც თავად კიმ ჩენ ინი. მერე ყველაფერი თავიდან დაიწყო. ამის შემდეგ ჩვენ თითქმის შეგვიყვარდა ერთმანეთი. რა თქმა უნდა, ხუმრობით. მან მშვენიერი წერილები მომწერა“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა თავის გამოსვლაში მისი წინამორბედი გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ობამა ჩრდილოეთ კორეასთან ომის ზღვარზე იყო.

„ობამამ საქმეების გადაბარების დროს მითხრა, რომ ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი დიდი პრობლემა იყო. ის ფხენიანთან ომის ზღვარზე იყო. საბედნიეროდ, მისი დრო ამოიწურა“,- განაცხადა ტრამპმა.