დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინთან პირდაპირ მოლაპარაკებას არ გამოვრიცხავ
დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინთან პირდაპირ მოლაპარაკებას არ გამოვრიცხავ

კიმ ჩენ ინთან პირდაპირ მოლაპარაკებას არ გამოვრიცხავ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ ყოველწლიურ ვახშამზე განაცხადა.

თუმცა დონალდ ტრამპის თქმით, ვიდრე აშშ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს შეხვდება, მანამდე ფხენიანმა ბირთვული განიარაღება უნდა განახორციელოს.

„რაც შეეხება შეშლილთან საქმის ქონის რისკს, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი“, – ხუმრობით აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

გასული წლის სექტემბერში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეშლილი მას შემდეგ უწოდა, რაც კიმ ჩენ ინმა ტრამპი შეშლილ მოხუცად მოიხსენია.