დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინს „კაცი რაკეტა“ იმიტომ დავარქვი, რომ მას რაკეტების სროლა უყვარს
დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინს „კაცი რაკეტა“ იმიტომ დავარქვი, რომ მას რაკეტების სროლა უყვარს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კიმ ჩენ ინს „კაცი რაკეტა“ იმიტომ დაარქვა, რომ მას რაკეტების სროლა უყვარს.

„კიმს უყვარს რაკეტების გაშვება, არა? სწორედ ამიტომ ვეძახი მე მას „კაცი რაკეტას“. მე მას ვენდობი. მე ის მომწონს, მასაც მოვწონვარ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს“,- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ორი მოკლე რადიუსის რაკეტა გამოსცადა.

დატოვე კომენტარი