აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან, კიმ ჩენ ინისგან შესანიშნავი წერილი მიიღო.
„ეს იყო ძალიან პოზიტიური წერილი. ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება. მან მართლაც შესანიშნავი წერილი დაწერა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეას არ დაურღვევია ბირთვული შეთანხმება.
ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს უკვე სამჯერ შეხვდა – სინგაპურში, ჰანოესა და კორეის დემილიტარიზებულ ზონაში.