დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინისგან ძალიან თბილი წერილი მოვიდა
დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინისგან ძალიან თბილი წერილი მოვიდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრ სახლში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძალიან თბილი წერილი მიიღეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მისი და კიმ ჩენ ინის მიმოწერა მნიშვენელოვანია. მისივე თქმით, ფხენიანში პოზიტიური მოვლენები ვითარდება, თუმცა აშშ-ს ლიდერს არ დაუკონკრეტებია, რაზე საუბრობდა.

ამასთან, ტრამპმა ახსენა კიმ ჩენ ინის ძმა, რომლის შესახებაც „ნიუ იორკ თაიმსმა“ მანამდე დაწერა, რომ მალაიზიის აეროპორტში მოკლული კინ ჩონ ნამი, სავარაუდოდ აშშ-ის სპეცსამსახურების ინფორმატორი იყო.

„ვნახე ინფორმაცია ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოზე, რომელიც კიმ ჩენ ინის ძმას ეხებოდა. მინდა, ვუთხრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, ჩემი ხელმძღვანელობით ეს არასდროს მოხდებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.