დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინი რისკავს, მან შესაძლოა, ყველაფერი დაკარგოს
კიმ ჩენ ინი რისკავს, მან შესაძლოა, ყველაფერი დაკარგოს, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის განცხადებას წარმატებული სარაკეტო გამოცდის შესახებ.
ოფიციალური ფხენიანის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოჰეს სარაკეტო გამშვები პუნქტიდან „მნიშვნლოვანი გამოცდა“ განახორციელეს.
რისი ტესტირება ჩატარდა პოლიგონზე, უცნობია. როგორც ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები განმარტავენ, გამოცდის შედეგებს უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული პოზიციის ცვლილებისთვის.
„კიმ ჩენ ინი ძალიან მოქნილია. თუ ამ მტრულ გზას გააგრძელებს, ის ყველაფერს დაკარგავს. მან ბირთვული განიარაღების შესახებ ძალიან ძლიერ შეთანხმებას მოაწერა ხელი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.