დონალდ ტრამპი - კიდევ ერთი საშინელი თავდასხმა საფრანგეთში, ვაპირებთ, გავაძლიეროთ საზღვარზე უსაფრთხოება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტრასბურგში მომხდარ სროლას „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა. დონალდ ტრამპის თქმით, ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საზღვარზე უსაფრთხოების ზომები უნდა გაამკაცროს.
„კიდევ ერთი საშინელი თავდასხმა საფრანგეთში. ჩვენ ვაპირებთ, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ საზღვარზე უსაფრთხოება“, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე გუშინ, ღამით სროლა იყო. 29 წლის მამაკაცმა ცეცხლი საშობაო ბაზრობაზე შეკრებილ ადამიანებს გაუხსნა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 12 ადამიანი.