დონალდ ტრამპი - ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ უზენაეს სასამართლოს არ მოვწონვარ
დონალდ ტრამპი - ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ უზენაეს სასამართლოს არ მოვწონვარ

ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ უზენაეს სასამართლოს არ მოვწონვარ, – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დაკას“ შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„დაკას“ შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“ წერს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„ეს საზარელი და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები, რომლებსაც უზენაესი სასამართლო იღებს, არის სახეში ტყვია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს რესპუბლიკელებს ან კონსერვატორებს ეძახიან. ჩვენ გვჭირდება მეტი მოსამართლე უზენაეს სასამართლოში, წინააღდეგ შემთხვევაში ჩვენ მეორე შესწორებას და ყველაფერ სხვას დავკარგავთ. მიეცით ხმა ტრამპს 2020-ში!“,- წერს აშშ-ის ლიდერი „ტვიტერზე“.

დაკას პროგრამა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს შეიქმნა, ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩამოყვანილ 700,000-მდე ემიგრანტს დეპორტაციისგან იცავს და მათ აშშ-ში მუშაობის უფლებას ანიჭებს. „დაკას“ შეწყვეტა დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.