დონალდ ტრამპი - ის ხალხი, ვინც ჩემს იმპიჩმენტზე ფიქრობს, ავადმყოფია
დონალდ ტრამპი - ის ხალხი, ვინც ჩემს იმპიჩმენტზე ფიქრობს, ავადმყოფია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, „დემოკრატიული პარტიის“ ის წარმომადგენლები, რომლებიც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ფიქრობენ, ავადმყოფები არიან. ეს განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამასთან, აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ მასსა და წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერ ნენესი პელოსის შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს იმპიჩმენტის თემა არ განხილულა.

შეგახსენებთ, კონგრესის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი აღადგინა, ხოლო ნენსი პელოსი სავარაუდოდ ამ პალატის სპიკერი გახდება.

დონალდ ტრამპმა დემოკრატიული პარტიის ლიდერს გამარჯვება უკვე მიულოცა.