დონალდ ტრამპი კატარის პრემიერ-მინისტრს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავზე სასაუბროდ შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კატარის პრემიერ-მინისტრს, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანის „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავზე სასაუბროდ შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-სა და კატარის ლიდერებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება.
ისრაელი და „ჰამასი“ განიხილავენ ამერიკის მხარდაჭერილ წინადადებას 60-დღიანი ზავის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მძევლების ეტაპობრივ განთავისუფლებას, ისრაელის ჯარების გასვლას ღაზის ზოგიერთი რეგიონიდან და კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს.
კატარი ორ მხარეს შორის ძირითადი მედიატორია.
როგორც მედია წერს, ტრამპი და შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანი ასევე განიხილავენ აშშ-სა და ირანს შორის ახალი ბირთვული შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას.