დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენთან დებატებში მონაწილეობას მივიღებ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობაა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში მის კონკურენტთან, დემოკრატ ჯო ბაიდენთან დებატებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს დებატები უსამართლობაა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„მონაწილეობას მივიღებ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობაა. მათ თემები შეცვალეს და ასევე უსამართლობაა, რომ გვყავს წამყვანი, რომელიც აბსოლუტურად მიკერძოებულია“, – განაცხადა დონალ ტრამპმა.
კანდიდატებს შორის ფინალური დებატები 22 ოქტომბერს ტენესის შტატში ჩატარდება. დებატების მოდერატორი „ენბისი ნიუსის“ კორესპონდენტი კრისტენ უოლკერი იქნება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს არის დაგეგმილი.