დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის კომენტარს გამოეხმაურა - ჯო ბოლომდე დალაგებული არ არის
„ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი ოპონენტის, ჯო ბაიდენის კომენტარს გამოეხმაურა, სადაც ბაიდენი შიშობს, რომ ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების „მოპარვას“ შეეცდება.
„ჯო ბოლომდე დალაგებული არ არის. ეს ყველამ იცის და საწყენია, როდესაც ამას უყურებ, შენითაც ხედავ. მან შექმნა თავისი თავშესაფარი სარდაფში, თუ სადაც არის და იქიდან აღარ გამოდის“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, თუ ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ეს ქვეყნისთვის ძალიან საზიანო იქნება, რადგან „დემოკრატების“ პოლიტიკა პოლიციის უწყებების გაქრობას და აჯანყებების ჩასახშობად არაფრის კეთებას მოიცავს.