დონალდ ტრამპი – ჯო ბაიდენის ხალხი მუშაობს, რათა ანარქისტები გამოიყვანონ ციხიდან
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მინეაპოლისში არეულობის დროს დაკავებული მოქალაქეების ნაწილის გასათავისუფლებლად ფულს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოკავშირეები რიცხავენ. ეს განცხადება ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„მე თავზარდაცემული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ჯო ბაიდენის 13 თანამშრომელი ფულს რიცხავდა, რათა მინეაპოლისში დაკავებული ადამიანების გირაო გადაეხადათ. ისინი ციხეში უნდა დარჩენილიყვნენ, ვიდრე ეს ყველაფერი არ დასრულდებოდა და შემდეგაც“, – წერს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენის ხალხი მუშაობს, რათა ანარქისტები გამოიყვანონ ციხიდან.
„მძინარე ჯო ბაიდენის ხალხი ისეთი რადიკალური მემარცხენეა, რომ ისინი მუშაობენ, რათა ანარქისტები გამოიყვანონ ციხიდან“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე.
როგორც „როიტერი“ წერს, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბის 13-მა თანამშრომელმა „ტვიტერით“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი ფულს რიცხავენ იმ ფონდში, რომელიც მინეაპოლისში აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გირაოს თანხის გადასახდელად გროვდება.
Sleepy Joe Biden’s people are so Radical Left that they are working to get the Anarchists out of jail, and probably more. Joe doesn’t know anything about it, he is clueless, but they will be the real power, not Joe. They will be calling the shots! Big tax increases for all, Plus!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) June 1, 2020