დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენის გამარჯვება ჩინეთის, მეამბოხეებისა და ანარქისტების გამარჯვებას ნიშნავს
დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენის გამარჯვება ჩინეთის, მეამბოხეებისა და ანარქისტების გამარჯვებას ნიშნავს

ჯო ბაიდენის გამარჯვება ჩინეთის, მეამბოხეებისა და ანარქისტების გამარჯვებას ნიშნავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

დონალდ ტრამპის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სამუშაო ადგილებისა და ქარხნების დასაბრუნებლად იღებს.

„ჯო ბაიდენის გამარჯვება ჩინეთის გამარჯვებაა. ბაიდენის გამარჯვება მეამბოხეების, ანარქისტების, ცეცხლის გამჩენებისა და დროშის დამწველების გამარჯვებაა. არჩევნებში ისევ ვიღებ მონაწილეობას სამუშაო ადგილებისა და ქარხნების ვისკონსინში დასაბრუნებლად, რათა მოძალადე კრიმინალები გისოსებს მიღმა მოვათავსოთ. იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალი ამერიკას ეკუთვნის და არა ჩინეთს. რადგან, თუ ჩვენ ვიგებთ, იგებს ამერიკა. ჩვენ ავაშენეთ მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ეკონომიკა და ახლა ამას კვლავ ვაკეთებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.