დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, ის არის კრიმინალი და მატყუარა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს არაკომპეტენტური და კორუმპირებული უწოდა. ამის შესახებ ტრამპმა 4 ივლისის დღესასწაულის აღსანიშნად გამართულ აქციაზე განაცხადა.
„ჯო ბაიდენი ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში. ის არის კრიმინალი და მატყუარა, რომელმაც თავისი ოფისი მიჰყიდა უცხო ქვეყნებსა და ბევრ სხვა ადამიანს. ჯო ბაიდენი ძალიან კორუმპირებული პრეზიდენტია. მას უხდიან ანაზღაურებას ისე, როგორც ჩვეულებრივ კრიმინალს, უბრალოდ, ეს არის უფრო დახვეწილი ფორმა და ბევრად უფრო დიდი რიცხვები“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბაიდენი იმდენად არაკომპეტენტურია, რომ შეიძლება, მესამე მსოფლიო ომამდეც კი მიიყვანოს ქვეყანა.
„ახლა ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც არაკომპეტენტურია და მან შეიძლება, მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს“, – აღნიშნა ტრამპმა.