დონალდ ტრამპი „ჯენერალ მოტორსს“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს სავენტილაციო სისტემების წარმოება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავტომწარმოებელ კომპანია „ჯენერალ მოტორსს“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს სავენტილაციო სისტემების წარმოება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
„ჯენერალ მოტორსმა“ დაუყონებლივ უნდა გახსნას სულელურად მიტოვებული ქარხანა ოჰაიოში, ან რომელიმე სხვა ქარხანა და დაიწყოს სავენტილაციო სისტემების წარმოება. ახლავე! სასწრაფოდ დაიწყეთ სავენტილაციო სისტემების წარმოება“, – წერს დონალდ ტრამპი.
General Motors MUST immediately open their stupidly abandoned Lordstown plant in Ohio, or some other plant, and START MAKING VENTILATORS, NOW!!!!!! FORD, GET GOING ON VENTILATORS, FAST!!!!!! @GeneralMotors @Ford
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) March 27, 2020