დონალდ ტრამპი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მარიონეტია
დონალდ ტრამპი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მარიონეტია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მარიონეტია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთმა მსოფლიოს კორონავირუსთან დაკავშირებით „უამრავი ცუდი და საშინელი რეკომენდაცია მისცა“.

ამავე დრო ტრამპმა წერილით მიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს გებრეიესუსს და პირობა დადო, რომ თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 30 დღეში არ შეასრულებს აშშ-ის მოთხოვნებს, მაშინ ვაშინგტონი ორგანიზაციის დაფინანსებას საბოლოოდ შეწყვეტს.

აშშ ითხოვს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „პანდემიის დროს დაშვებული შეცდომები აღიაროს და რეფორმა ჩაატაროს, რათა ჩინეთზე დამოკიდებულება შეამციროს“.