დონალდ ტრამპი ჯამალ ხაშოგის საქმეზე საუდის არაბეთის მთავრობის განმარტებით უკმაყოფილოა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის მთავრობის განმარტებით უკმაყოფილოა.
როგორც აშშ-ის ლიდერმა ჟურნალისტთან განაცხადა, კითხვებზე პასუხები ჯერ გაცემული არ არის და ერ-რიადის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას თეთრი სახლი ჯერ კიდევ განიხილავს, თუმცა იარაღის ექსპორტის შეჩერებას ვაშინგტონი არ აპირებს. ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ ჟურნალისტის მკველელობის შესახებ არაფერი იცოდა.
ერ-რიადში პარასკევს დაადასტურეს, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ამის მიზეზად საუდის არაბეთის ხელისუფლება საკონსულოში მომხდარ „ჩხუბს“ ასახელებს. მკვლელობის გამო დაკავებულია 18 პირი, საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურიდან კი ორი მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს. „ჩხუბის“ ვერსიის არ სჯერათ თურქეთში. ანკარაში ამტკიცებენ, რომ ხაშოგი სპეციალური დანიშნულების რაზმის 15 წევრმა მოკლა და შემდეგ რეპორტიორის ცხედარი დაანაწევრეს.