დონალდ ტრამპი - ისრაელიდან გატაცებული მძევლები რთულ ადგილებში იმყოფებიან, ზოგიერთ შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის, სად არიან
დონალდ ტრამპი - ისრაელიდან გატაცებული მძევლები რთულ ადგილებში იმყოფებიან, ზოგიერთ შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის, სად არიან

ისრაელიდან გატაცებული მძევლები რთულ ადგილებში იმყოფებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მომავალ კვირაში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება.

„როგორც იცით, ორშაბათს მძევლები ბრუნდებიან. ახლაც აგროვებენ. საკმაოდ რთულ ადგილებში იმყოფებიან, მიწის ქვეშ. ზოგიერთ შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის, სად არიან. ისინი ასევე აგროვებენ ცხედრებს, დაახლოებით 28 ცხედარს. ისინი ახლა ამაზე მუშაობენ. ეს ტრაგედიაა. შემიძლია გითხრათ, რომ მე ვხედავდი ისრაელში ცეკვას ქუჩებში, მაგრამ ისინი ცეკვავდნენ კატარში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ბევრ, ბევრ ქვეყანაში. ისრაელში წავალ. შემდეგ კი ეგვიპტეშიც მივდივარ. ისინი შესანიშნავები იყვნენ, მაგრამ ყველა ქვეყანა შესანიშნავი იყო. ინდონეზია შესანიშნავი იყო. იორდანია შესანიშნავი. ყველა შესანიშნავი იყო. ყველას, ყველას სურს, რომ ეს შეთანხმება შედგეს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.