დონალდ ტრამპი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაჭრას ეჭვქვეშ აყენებს
დონალდ ტრამპი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაჭრას ეჭვქვეშ აყენებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ეჭვქვეშ აყენებს, რაშიც პალესტინურ მხარეს ადანაშაულებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხზე პალესტინის ავტონომიური მთავრობის მხრიდან გამოხატულმა პროტესტმა და გამოთქმულმა მწვავე რეაქციებმა, სამშვიდობო პროცესების დაწყება შეაფერხა. მან პალესტინის მთავრობის მეთაურ მაჰმუდ აბასს ვაშინგტონისადმი უპატივცემულობაში დასდო ბრალი.

დონალდ ტრამპმა ისრაელ-პალესტინის 70-წლოვანი კონფლიქტის საკითხები დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას განიხილა.

„ისრაელი ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მეგობარია, რომლისგანაც მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ“,  – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად 2017 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა, რასაც არაბული ლიგის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაერო-სა და ევროკავშირშიც გააკრიტიკეს.