დონალდ ტრამპი – ის, რაც საფრანგეთში ხდება, უკონტროლო მასობრივი მიგრაციის შედეგია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროცესი მასობრივი მიგრაციის შედეგია.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ისლამს საფრანგეთის დაპყრობა სურს.
„ის, რაც საფრანგეთში ხდება, უკონტროლო მასობრივი მიგრაციის შედეგია. საქმე სკოლებს კი არა, ისლამს ეხება, რომელსაც ოდესღაც დიადი ქვეყნის დაპყრობა სურს!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, სკოლებში რეფორმების მოთხოვნით, დღეს საფრანგეთში მასშტაბური აქციები იმართება. დემონსტრანტები აქციებს პარიზში, მარსელში, ნიცაში, ნანტში, ლიონსა და სხვა ქალაქებში მართავენ.