დონალდ ტრამპი - ირანზე თავდასხმა მნიშვნელოვანი იყო, ასე რომ არ მომხდარიყო, მათ ახლა ექნებოდათ ბირთვული იარაღი და შეთანხმებას ხელს თუ მოვაწერდით, მასზე დიდი ბნელი ღრუბელი იქნებოდა
დონალდ ტრამპი - ირანზე თავდასხმა მნიშვნელოვანი იყო, ასე რომ არ მომხდარიყო, მათ ახლა ექნებოდათ ბირთვული იარაღი და შეთანხმებას ხელს თუ მოვაწერდით, მასზე დიდი ბნელი ღრუბელი იქნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თითოეული ამერიკელი უნდა ამაყობდეს აშშ-ის როლით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევაში.

მისი თქმით, ირანზე აშშ-ის თავდასხმამ „დიდი ბნელი ღრუბლის“ მოხსნით რეგიონში მშვიდობის დამყარებას გზა გაუხსნა.

„ვფიქრობ, თავდასხმა ირანზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან, ეს რომ არ მომხდარიყო, მათ ალბათ ახლა უკვე ექნებოდათ ბირთვული იარაღი, მრავალი ბირთვული იარაღი და ამიტომ, მაშინაც კი, თუ შეთანხმებას მოვაწერდით ხელს, მასზე დიდი ბნელი ღრუბელი იქნებოდა და ეს იგივე მდგომარეობა არ იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, ირანს „ახლა სურს მშვიდობაზე მუშაობა“.

„მათ გვაცნობეს და აღიარეს, რომ ისინი სრულად ემხრობიან ამ შეთანხმებას. ისინი ფიქრობენ, რომ ეს შესანიშნავი რამ არის. ჩვენ გვსურს, რომ მათაც შეეძლოთ თავიანთი ქვეყნის აღდგენა, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა“,- განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 22 ივნისს, ისრაელსა და ირანს შორის საჰაერო დარტყმების დროს, აშშ-მა ირანში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტი დაბომბა.