დონალდ ტრამპი – ირანთან რეალური და არა მოჩვენებითი შეთანხმება გვინდა, როგორსაც ისინი 51 წლის განმავლობაში დებდნენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ომის დასრულების მიზნით კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის თქმაში ადანაშაულებს.
როგორც ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე განაცხადა, თეირანს შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა არ თანხმდება პირობებს, რომლებიც ვაშინგტონისთვის მისაღები იქნება.
„მათ შეთანხმების მიღწევა სურთ, მაგრამ არ სურთ ისეთი შეთანხმება, რომელიც ჩვემთვის იქნება მისაღები. ჩვენ გვინდა რეალური შეთანხმება და არა მოჩვენებითი, როგორსაც ისინი 51 წლის განმავლობაში დებდნენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ირანის ხელისუფლება ათწლეულების განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. მისი თქმით, თეირანი უკვე 51 წელია, არაკეთილსინდისიერად მოქმედებს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასების შემცირებაზეც. მისი განცხადებით, ფასები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მკვეთრად დაიკლებს, თუმცა აღიარა, რომ ეს ირანთან ომის დასრულების პირობებზეც იქნება დამოკიდებული.