დონალდ ტრამპი – ირანს მშვენიერი საზღვაო ფლოტი ჰყავდა, ცოტათი გავბრაზდი ჩემს ხალხზე, ვუთხარი, რატომ არ გადაარჩინეთ ეს დაწყევლილი გემები, საკმაოდ კარგები იყვნენ, ისინი ახლა ზღვის ფსკერზე არიან
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ცოტა გაბრაზებულია“ ირანის „საკმაოდ კარგი“ ფლოტის ზღვის ფსკერზე ჩაძირვით. ამის შესახებ ტრამპმა ფლორიდის შტატის ქალაქ დეიტონა ბიჩში გამართული საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-მა ირანის მთლიანი საზღვაო ფლოტი, 159 გემი გაანადგურა.
„მათ ჰყავდათ მშვენიერი საზღვაო ფლოტი, 159 გემი. მათი თითოეული გემი, მათი მშვენიერი საზღვაო ფლოტი. სინამდვილეში მე ცოტათი გავბრაზდი ჩემს ხალხზე. ვუთხარი: „რატომ არ გადაარჩინეთ ეს დაწყევლილი გემები? ისინი საკმაოდ კარგები იყვნენ“. მათი განადგურება უფრო ადვილია. ისინი ყველანი ზღვის ფსკერზე არიან“, — განაცხადა ტრამპმა.