დონალდ ტრამპი – ირანს ძლიერად დავარტყამთ, პასუხი იქნება
ჩვენ ირანს ძლიერად დავარტყამთ, პასუხი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსს“ განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტი იორდანიაში ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
ტრამპის თქმით, აშშ-ის ძალებმა ერთ რაკეტას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემიდან გავლის საშუალება მისცეს, რადგან ის ვერაფერს დაარტყამდა, დანარჩენი რაკეტები კი ჩამოაგდეს.
„მათ ძალიან სურთ შეხვედრა. უბრალოდ არ ვიცი, შეიძლება თუ არა მათთან შეთანხმების იმედი გვქონდეს. სანქციები ძალიან ძლიერად მოქმედებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
პარალელურად, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანი ოფიციალურად წარუმატებელი ერია და ის მკვდარია.
„მათ არ ჰყავთ საზღვაო ძალები, არ ჰყავთ საჰაერო ძალები, არ აქვთ ვალუტა, არ უხდიან ხელფასს ჯარისკაცებსა და პოლიციას, ინფლაცია 300%-ზეა, მათი ხელმძღვანელობა სრულ არეულობაშია და ვერ ახერხებს ქვეყნის სათანადოდ წარმოჩენას. ერთადერთი, რაც მათ აქვთ, არის აშშ-დან მომდინარე ყალბი ამბები, მზადყოფნა, მოკლან თავიანთი მომიტინგეები (ახლა 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისინი უნდა გაასამართლონ კაცობრიობის წინააღმდეგ ომის დანაშაულებისთვის!)“, – აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში.