დონალდ ტრამპი - ირანს დიდი ძალა დაუპირისპირდება, თუ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ რამის განხორციელებას ეცდება
დონალდ ტრამპი - ირანს დიდი ძალა დაუპირისპირდება, თუ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ რამის განხორციელებას ეცდება

ირანს დიდი ძალა დაუპირისპირდება, თუ ის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ რამის განხორციელებას ეცდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან პენსილვანიაში გამგზავრებისას მედიასთან განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, ირანი აშშ-ის მიმართ ძალიან მტრულად არის განწყობილი.

„ჩვენ არ გვაქვს რამე ნიშანი, რომ რამე მოხდა ან მოხდება, თუმცა თუ ეს მოხდება, ამას დიდი ძალა დახვდება. ჩვენ არჩევანი არ გვექნება“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სურს ირანთან მოლაპარაკებების გამართვა, როდესაც ეს უკანასკნელი მზად იქნება.

„თუ ისინი დარეკავენ, ჩვენ აუცილებლად გავმართავთ მოლაპარაკებებს, თუმცა ეს მათზეა დამოკიდებული. მე მინდა, რომ მათ დარეკონ, როდესაც მზად იქნებიან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ირანმა ბირთვული შეთანხმების რამდენიმე ვალდებულება შეაჩერა. დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა სპარსეთის ყურეში რაკეტებით აღჭურვილი კატარღები გაუშვა. აშშ-ის გამომძიებლები თეირანს არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან ნავთობის გადამტანი გემების დაზიანებაშიც ადანაშაულებენ. ირანი ბრალდებებს უარყოფს.