დონალდ ტრამპი - ირანს ათი დღე მივეცი შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, დრო იწურება, 48 საათი, ვიდრე ჯოჯოხეთი თავს დაატყდებათ
დონალდ ტრამპი - ირანს ათი დღე მივეცი შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, დრო იწურება, 48 საათი, ვიდრე ჯოჯოხეთი თავს დაატყდებათ

ირანს ათი დღე მივეცი შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, დრო იწურება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ირანს 48 საათი რჩება.

„გახსოვთ, როდესაც ირანს ათი დღე მივეცი შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. დრო იწურება – 48 საათი, სანამ მთელი ჯოჯოხეთი დაატყდებათ თავს. დიდება ღმერთს!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.