დონალდ ტრამპი - ირანს, არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუ ექნებათ, ახლო აღმოსავლეთი გაქრება, ისრაელი გაქრება და ალბათ შემდეგ ევროპას დაარტყამენ
დონალდ ტრამპი - ირანს, არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუ ექნებათ, ახლო აღმოსავლეთი გაქრება, ისრაელი გაქრება და ალბათ შემდეგ ევროპას დაარტყამენ

ირანს, არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი და თუ ექნებათ, ახლო აღმოსავლეთი გაქრება, ისრაელი გაქრება და ალბათ შემდეგ ევროპას დაარტყამენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი მთელი მსოფლიოს ინტერესებს ემსახურება და სხვა ქვეყნების ლიდერებს, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ, ეს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ არ გააკეთეს.

„ფიქრობენ, რომ მე ამით დავიღლები, ან მომბეზრდება, ან რაიმე ზეწოლა იქნება, მაგრამ ზეწოლა არ არის. საერთოდ არანაირი ზეწოლა არ არის. ჩვენ სრულ გამარჯვებას მივაღწევთ. თეორიულად, ჩვენ უკვე მივაღწიეთ სრულ გამარჯვებას სამხედრო თვალსაზრისით. შეხედეთ, მათი ფლოტი მკვდარია. მათ ჰყავდათ ას ორმოცდაცხრამეტი გემი. ამჟამად მათ არაფერი ჰყავთ, გარდა პატარა სწრაფმავალი ნავებისა, რომლებსაც ჩვენ დღეში რვას ვანადგურებთ. მათ არ ჰყავთ საჰაერო ძალები. მათ არ აქვთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. მათ არ აქვთ რადარი. გულწრფელად რომ ვთქვათ, მათი ლიდერები მოკლეს პირველ დონეზე, მეორე დონეზე და ნახევარი მესამე დონეზე. შემდეგ ისინი ბრუნდებიან და მოლაპარაკებას სურთ და სულელურ წინადადებას გვთავაზობენ. ეს სულელური წინადადებაა და არავინ მიიღებს მას, თუმცა ობამა მიიღებდა, ბაიდენი მიიღებდა. რაც მათ მიიღეს, გაცილებით უარესი იყო. ამიტომ ჩვენ ორჯერ შევაჩერეთ ისინი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ირანის ხელისუფლებაში ორი ჯგუფია: ზომიერები და გიჟები. მისივე თქმით, ზომიერები უფრო პატივსაცემი არიან, გიჟებს კი ბოლომდე ბრძოლა სურთ.