დონალდ ტრამპი ირანის წარმომადგენლების მხრიდან კომპენსაციის მოთხოვნაზე საპასუხოდ აცხადებს, რომ თეირანისგან კომპენსაციას თავადაც ითხოვს

22:03, 10.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის, მოჰამედ ბაღერ ზოლღადრის მიერ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის წაყენებულ პირობებს ეხმაურება და აცხადებს, რომ თეირანისგან კომპენსაციას თავადაც ითხოვს.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ირანის მიერ წაყენებული მოთხოვნების შესახებ დელეგაციებს არცერთი შეხვედრისას არ უსაუბრიათ.

„ვხედავ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები ბოლო ხუთი თვის განმავლობაში სამხედრო კონფლიქტისას მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციას ითხოვენ. კონფლიქტი დაიწყო იმიტომ, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ჰქონდეთ. მათ ეს ჩვენს არცერთ მოლაპარაკებებსა და შეხვედრაზე არასდროს უხსენებიათ!“ – წერს დონალდ ტრამპი.

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროებისა და ირანელი მომიტინგეებისთვის, რომლებიც ირანმა ბოლო 50 წლის განმავლობაში მოკლა, კომპენსაცია ოფიციალურმა თეირანმა უნდა გადაიხადოს.

„კომპენსაცია უნდა გადაეხადათ ასობით ათასი უდანაშაულო მომიტინგის ოჯახებისთვის, რომლებიც ირანმა ბოლო 50 წლის განმავლობაში მოკლა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში დაღუპულ 52 000-ზე. მე ჩემს წარმომადგენლებს დავავალე, რომ ეს საკითხი შემდეგი მოლაპარაკებებისთვის მტკიცედ გაითვალისწინონ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც 10 აგვისტოს ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, მოჰამედ ბაღერ ზოლღადრმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის პირობები წაუყენა. მათ შორისაა კომპენსაცია, რომელიც ვაშინგტონმა თეირანს უნდა გადაუხადოს.

მსგავსი