დონალდ ტრამპი – ირანის ომი მალე დასრულდება და ნავთობის ფასები დაეცემა, ნავთობი ახლა უფრო იაფია, ვიდრე ბაიდენის და ობამას დროს იყო, მთავარია, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება და ნავთობის ფასი დაეცემა.
ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნავთობის ფასი ახლა გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი წინამორბედების, ჯო ბაიდენისა და ბარაკ ობამას დროს იყო.
მისი თქმით, აშშ-ი გასულ წელს ირანი რომ არ დაებომბა, დღეს თეირანს ბირთვული იარაღი ექნებოდა.
„ირანის ომი ძალიან მალე დასრულდება. იცით, ისინი ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ ასეა თუ ისე, ომი ძალიან მალე დასრულდება და ნავთობის ფასები დაეცემა. ნავთობი ახლა უფრო იაფია, ვიდრე ბაიდენის დროს იყო. დიახ. ის ახლა უფრო იაფია, ვიდრე ბარაკ ჰუსეინ ობამას დროს იყო. გინახავთ ნავთობის ფასები მათ დროს? ძალიან მაღალი იყო. მათ არ ჰქონდათ გამბედაობა. მთავარია ის, რომ ირანს ჩვენს დროს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. მათ დროს ისინი ჩქარობდნენ ბირთვული იარაღის შექმნას. ერთი წლის წინ ჩვენ რომ არ დაგვებომბა ირანი, მათ ახლა ექნებოდათ ბირთვული იარაღი“, – განაცხადა ტრამპმა.