დონალდ ტრამპი - ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი TOUSKA აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა, თუმცა ამერიკულმა ძალებმა ის შეაჩერეს
დონალდ ტრამპი - ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი TOUSKA აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა, თუმცა ამერიკულმა ძალებმა ის შეაჩერეს

ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი TOUSKA, რომლის სიგრძეც დაახლოებით 900 ფუტია, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა, თუმცა ამერიკულმა ძალებმა ის შეაჩერეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ირანულმა ეკიპაჟმა გაფრთხილება არ გაითვალისწინა, რის შემდეგაც ჩვენმა სამხედრო ხომალდმა ისინი შეაჩერა“, – წერს ტრამპი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის გემი აშშ-ის საზღვაო ქვეითების კონტროლის ქვეშაა.

„TOUSKA აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების ქვეშ იმყოფება წარსულში უკანონო საქმიანობაში მონაწილეობის გამო. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ხომალდს და ვამოწმებთ, რა არის ბორტზე“, – აღნიშნა ტრამპმა.