დონალდ ტრამპი - ირანი მზად არ არის, უარი თქვას ბირთვულ ამბიციებზე, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი
დონალდ ტრამპი - ირანი მზად არ არის, უარი თქვას ბირთვულ ამბიციებზე, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი

ირანი მზად არ არის, უარი თქვას თავის ბირთვულ ამბიციებზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ტრამპის თქმით, პაკისტანში გამართული მოლაპარაკებები „კარგად წარიმართა და პუნქტების უმეტესობაზე შეთანხმება მიღწეულია“. თუმცა, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე – ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ვერ შედგა.

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეთანხმებული პუნქტები, შესაძლოა, სამხედრო ოპერაციების გაგრძელებაზე უკეთესიც კი იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ვიდრე ბირთვული საკითხი არ მოგვარდება.

„ირანს არასდროს არ ექნება ბირთვული იარაღი“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.