დონალდ ტრამპი - ირანი მხოლოდ ლაპარაკობს, არანაირი მოქმედება, ისეთი შეთანხმების შესახებ გააჭიანურეს მოლაპარაკება, რომელიც შესანიშნავი იქნებოდა, ახლა კი საფასურის გადახდა მოუწევთ
დონალდ ტრამპი - ირანი მხოლოდ ლაპარაკობს, არანაირი მოქმედება, ისეთი შეთანხმების შესახებ გააჭიანურეს მოლაპარაკება, რომელიც შესანიშნავი იქნებოდა, ახლა კი საფასურის გადახდა მოუწევთ

ირანის სამხედრო ძალები სრულიად არეულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპის თქმით, ირანის ძალების დიდი ნაწილი, მაგალითად, საზღვაო და საჰაერო ძალები, ფაქტობრივად, აღარ არსებობს – ისინი სრულად დამარცხდნენ.

„ირანი მხოლოდ ლაპარაკობს, არანაირი მოქმედება. ახლო აღმოსავლეთის მჩაგვრელი მკვდარია. მათ გააჭიანურეს მოლაპარაკება ისეთი შეთანხმების შესახებ, რომელიც მათთვის შესანიშნავი იქნებოდა, ახლა კი საფასურის გადახდა მოუწევთ“, – წერს დონალდ ტრამპი.