დონალდ ტრამპი – ირანი და ისრაელი ძალიან დაღლილები და გამოფიტულები არიან, სასტიკად იბრძოდნენ და ახლა ორივე კმაყოფილია

20:59, 25.06.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი და ისრაელი ძალიან დაღლილები და გამოფიტულები არიან, სასტიკად იბრძოდნენ და ახლა ორივე კმაყოფილია.

ამასთან, ტრამპის თქმით, ირანის ბირთვული შეიარაღება განადგურებულია.

„ირანი და ისრაელი ძალიან დაღლილები და გამოფიტულები არიან, ძალიან სასტიკად იბრძოდნენ და ახლა ორივე კმაყოფილია. შესაძლოა თუ არა, ომი ისევ დაიწყოს? ვფიქრობ, ოდესმე, შეიძლება, ეს მოხდეს. ეს, შეიძლება, მალე დაიწყოს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი