დონალდ ტრამპი - ირანი ახლოსაც კი არ უნდა მივიდეს ბირთვული იარაღის შექმნასთან
დონალდ ტრამპი - ირანი ახლოსაც კი არ უნდა მივიდეს ბირთვული იარაღის შექმნასთან

ირანი ახლოსაც კი არ უნდა მივიდეს ბირთვული იარაღის შექმნასთან, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ გერმანიის კანცლერთან საუბრისას ირანის საკითხი განიხილა, ქვეყნის, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ძალადობას, სისხლისღვრასა და ქაოსს ავრცელებს.

„ჩვენ გარანტია უნდა გვქონდეს, რომ ეს სისხლისმსმელი რეჟიმი ბირთვულ იარაღს ახლოსაც არ უნდა გაეკაროს, შეწყვიტოს სახიფათო რაკეტების გავრცელება და ტერორიზმის მხარდაჭერა. ახლო აღმოსავლეთში სადაც არ უნდა გაიხედოთ, სადაც პრობლემაა, იქვეა ირანიც“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხებით ირანმა სარგებელი არ უნდა ნახოს, რისთვისაც საერთაშორისო კოალიციამ დაეშთან ბრძოლის ფარგლებში დაფინანსება უნდა გაზარდოს.

ტრამპის თქმით, რეგიონის მდიდარი ქვეყნები აშშ-ის უდიდესი მხარდაჭერისთვის ფინანსებს გაიღებენ.