დონალდ ტრამპი - იმედი მაქვს, „ჰეზბოლა“ კარგად მოიქცევა, თუ ასე მოიქცევიან, ეს მათთვის შესანიშნავი მომენტი იქნება, მშვიდობა საბოლოოდ უნდა დამყარდეს
დონალდ ტრამპი - იმედი მაქვს, „ჰეზბოლა“ კარგად მოიქცევა, თუ ასე მოიქცევიან, ეს მათთვის შესანიშნავი მომენტი იქნება, მშვიდობა საბოლოოდ უნდა დამყარდეს

ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი „ჰეზბოლას“ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს.

„იმედი მაქვს, „ჰეზბოლა“ ამ მნიშვნელოვან პერიოდში კარგად მოიქცევა. თუ ასე მოიქცევიან, ეს მათთვის შესანიშნავი მომენტი იქნება. მკვლელობები აღარ იქნება. საბოლოოდ მშვიდობა უნდა დამყარდეს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, შესაძლოა, ეს ისტორიული დღე იყოს ლიბანისთვის.