ჰილარი კლინტონმა კონგრესმენ ტულსი გაბარდს რუსეთის ფავორიტი, ჯილ სტეინს კი რუსეთის აგენტი უწოდა, ჰილარი გაგიჟდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
დონალდ ტრამპის თქმით, მასაც უწოდეს რუსეთის დიდი მოყვარული.
„ისევ არაკეთილსინდისიერი ჰილარი კლინტონი. მან კონგრესმენ ტულსი გაბარდს რუსეთის ფავორიტი, ჯილ სტეინს კი რუსეთის აგენტი უწოდა. შესაძლოა, გსმენიათ, რომ მეც მიწოდეს რუსეთის დიდი მოყვარული (მე მომწონს რუსი ხალხი, მე ყველა ხალხი მომწონს!) ჰილარი გაგიჟდა“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე აშშ-ის ყოფილმა სახელწმიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ რუსები ამჟამად ინტერესდებიან დემოკრატიული პარტიის პრაიმერში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატით.
დასავლური მედია წერს, რომ კლინტონი სწორედ ტულსი გაბარდს გულისხმობდა. კლინტონის განცხადებას გაბარდი გამოეხმაურა და აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს ომის მსურველთა დედოფალი, კორუფციის განსახიერება და გახრწნილობის პერსონიფიკაცია უწოდა.
ტულსი გაბარდი წარმომადგნელთა პალატის წევრია ჰავაის მეორე ოლქიდან. ჰავაის არმიის ეროვნული გვარდიის მაიორმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან ნომინირების შესახებ განაცხადა.