დონალდ ტრამპი ჰარვარდის უნივერსიტეტისგან კორონავირუსთან ბრძოლისთვის გამოყოფილი ცხრა მილიონი დოლარის დაბრუნებას ითხოვს
დონალდ ტრამპი ჰარვარდის უნივერსიტეტისგან კორონავირუსთან ბრძოლისთვის გამოყოფილი ცხრა მილიონი დოლარის დაბრუნებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰარვარდის უნივერსიტეტისგან კორონავირუსთან ბრძოლისთვის გამოყოფილი ცხრა მილიონი დოლარის დაბრუნებას ითხოვს.

ტრამპის თქმით, არასამართლიანია, რომ დაწესებულებამ, რომელსაც 40 მილიარდ დოლარიანი ფულადი შეწირულობა აქვს, სტიმულირების თანხები მიიღოს.

ჰარვარდის უნივერსიტეტი დონალდ ტრამპის მოთხოვნას უარყოფს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გეგმის მიხედვით, თანხების 100 პროცენტი სტუდენტების ფინანსური დახმარებისკენ მიიმართება და ფული ინსტიტუციური ხარჯების დასაფარად არ დაიხარჯება.

უნივერსიტეტში ასევე აცხადებენ, რომ დაწესებულებამ გრანტი განათლების დახმარების პროგრამის ფარგლებში მიიღო, რომელიც 2.3 ტრილიონი დოლარის სტიმულირების ნაწილი იყო, რაც ასევე ითვალისწინებდა უფრო დიდ დაფინანსებას მცირე ბიზნესისთვის.